ვაკის პარკის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით და წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვით გაგრძელდება.
"გრინსერვის პლუსის" დირექტორის ადვოკატები აცხადებენ, რომ ლაშა ფურცხვანიძის მიმართ წარდგენილი ბრალი ყალბი დოკუმენტაციის გამოყენების შესახებ არის უსაფუძვლო.
ფურცხვანიძის ადვოკატი სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობით მიმართავს.
დაკავებული თავს უდანაშაულოდ ცნობს.