გოგა ბითაძის გუნდმა „დეტროიტ პისტონსი“ მარტივად, ანგარიშით 128:102 დაამარცხა, რაშიც გოგასაც საკმაო წვლილი მიუძღვის.
ბითაძემ 17 წუთში 13 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება დააგროვა. მან 5-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ კი სამქულიანი უშედეგოდ ისროლა. 13 ქულა გოგას პირადი რეკორდია ორლანდოში - იგივე შედეგი მას ჰქონდა რამდენიმე დღის წინ „მემფისთან“ შეხვედრაში.
ორლანდომ დეტროიტს ოთხივე პერიოდი მოუგო. ქართველმა ცენტრმა ჩხუბიც მოასწრო: ერთ-ერთი ეპიზოდში ჯალენ დარენთან იკამათა, მაგრამ ისინი მალევე გააშველეს.
შეგახსენებთ, „ორლანდო“კარგ ფორმაში იმყოფება - უკანასკნელი 5 მატჩიდან 4 მოიგო, მაგრამ პლეი ოფში მოხვედრის შანსი თითქმის არ გააჩნია, რადგან აღმოსავლეთ კონფერენციაში 34 გამარჯვებისა და 44 მარცხის ბალანსით მხოლოდ მე-12 ადგილზეა. „მეჯიქი“ შემდეგ შეხვედრას 5 აპრილს, შინ „კლივლენდ კავალიერსთან“ ჩაატარებს.