სასტუმრო "ამბასადორში" ხანძრის გაჩენის ბრალდებით დაკავებულის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. გამოძიების ცნობით, ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რათა დადგინდეს, შეეძლო თუ არა ბრალდებულს გაეცნობიერებინა თავისი ქმედება. ძლიერი ხანძარი 28 წლის დაკავებულმა გააჩინა, რამაც სასტუმროს მე-3 და მე-4 სართულები დააზიანა.