აშშ-ში ტორნადოს შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა. СNN-ის ინფორმაციით, სტიქიამ, სულ მცირე შვიდ შტატში გაანადგურა სახლები და სხვა შენობები, ავტომობილები, ელექტროგადამცემი ხაზები, წაქცეულია ხეები და დაზიანებულია ასობით შენობის სახურავი.
გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა არკანზასის, ინდიანას, ტენესის, ილინოისის, ალაბამას, მისისიპისა და დელავერის შტატებში.
ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, ქალაქ მემფისში დაღუპული სამი პირიდან ორი ბავშვია. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, ელექტროენერგიის გარეშე არკანზასში 25 000-ზე მეტი, პენსილვანიაში კი 92 000-ზე მეტი მომხმარებელია დარჩენილი.