რუსმა სამართალდამცავებმა რუსი სამხედრო ბლოგერის, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სანქტ-პეტერბურგის მკვიდრი, 1997 წელს დაბადებული დარია ტრეპოვა დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ტრეპოვამ კაფეში ყუთი თათარსკის ბიუსტით მიიტანა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.
ინფორმაცია ოფიციალურად, ჯერჯერობით, დადასტურებული არ არის.
გუშინ, სანქტ-პეტერბურგში, კაფეში მომხდარ აფეთქებას რუსი სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაშავდა.