უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეს კვირა მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის გამარჯვებისთვის და დაგეგმილი ღონისძიებებისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს. მისი თქმით, რუსული ტერორის შეჩერების ერთადერთი გზა უკრაინის სამხედრო გამარჯვებაა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინის არმიის ჯარისკაცებს, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ ავდეევკაში, მარინკაში და ბახმუტში იბრძვიან.