თბილისში, უთანასწორობის, ძალადობის, ჩაგვრისა და ტერორის წინააღმდეგ ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართა.
სოლიდარობის მარში აღმაშენებლის გამზირზე, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის წინ დაიწყო და დედაენის ბაღში დასრულდა.
დედაენის ბაღში შეკრებილებს მარშის მონაწილეებმა სიტყვით მიმართეს.
როგორც მსვლელობისას აღნიშნეს, გენდერული თანასწორობის მისაღწევად სახელმწიფოს აღებული აქვს ადგილობრივი და საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროინტეგრაციის 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, თუმცა ქალთა მიმართ სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობა არ წყდება. მარშის მონაწილეები მოუწოდებენ პოლიტიკოსებს, საჯაროდ გაემიჯნონ ქალთა მიმართ ძალადობას.