საავადმყოფოდან გაწერიდან მეორე დღეს, პაპმა ფრანცისკემ, ვატიკანში, წმ. პეტრეს მოედანზე დღეს ბზობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვა აღავლინა. მედიის ცნობით, ღვთისმსახურებას დაახლოებით 30 000 მორწმუნე ესწრებოდა. კათოლიკე ეკლესიის მეთაური, ოთხშაბათს, რომში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში სუნთქვის გაძნელებით მოათავსეს.