რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს, გარდაცვლილია 1 ადამიანი, ხოლო დაჭრილია 4 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ხერსონის საოლქო პროკურატურა ავრცელებენ. ერმაკის ცნობით, 1-ელ აპრილს ოკუპანტების დაბომბვის შედეგად ხერსონში კერძო სახლი დაზიანდა. გარდაიცვალა 1 ადამიანი, რომელიც გარეთ იმყოფებოდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსებმა სოფელი კაზაცკოე დაბომბეს, სადაც კერძო სახლები დაზიანდა მოგვიანებით ხერსონის საოლქო ადმინისტრაციამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ კაზაცკოეს დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. მათივე ცნობით, დაბომბვა გრძელდება და დაშავებულთა საბოლოო რიცხვი ზუსტდება.