ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი ტაშკენტში უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, ჟამშიდ ხოჯაევს შეხვდა. საუბრის შემდეგ კი საქართველო - უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა. აღნიშნული კომისია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირების გაძლიერებას ემსახურება. მე-9 სხდომის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე დოკუმენტს, მათ შორის შეთანხმებას ტექნიკური რეგულირების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.