ესპანეთში ასტურიის რეგიონში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან.
Reuters-ის ინფორმაციით, რეგიონში, ამ დროისთვის, ხანძრის 90-ზე მეტი კერაა, რომელთა ჩაქრობასაც ასობით მეხანძრე ცდილობს.
სტიქიის გამო რამდენიმე ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ესპანეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ხანძრის კერების უმეტესობა ხელოვნურად არის გაჩენილი და პირებს, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს ტერორისტებს უწოდებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.