საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, 5 აპრილს პეკინში გაემგზავრება.
მაკრონის განცხადებით, ევროპის ქვეყნები მზად არიან ჩინეთთან ითანამშრომლონ, თუმცა მათი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვლება იმ შემთხვევაში თუ ჩინეთი რუსეთს სამხედრო დახმარებას გაუწევს.
მაკრონის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ომის ვითარების შეცვლა ორივე მიმართულებით.
ცნობისთვის, დღეს ჩინეთში ჩავიდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, რომელიც ერთ-ერთი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც უკრაინის ომის დაწყების შემდეგ პეკინს ეწვია.