საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ქართული ოცნების განცხადებით, ზურაბიშვილის გამოსვლა ტენდენციური იყო და ის მთლიანად ოპოზიციის რიტორიკაში ჯდებოდა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებები გაიზიარა ოპოზიციამ, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები პრეზიდენტისგან ახლა ქმედით ნაბიჯებს ელიან. მათი აზრით, პრეზიდენტმა მის ხელთ არსებული ბერკეტი უნდა გამოიყენოს და უნდა მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია შეიწყალოს