გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა სილის გაწვნაა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
„გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა - სილის გაწვნაა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. გაეროს უშიშროების საბჭოს ახლანდელ წევრებს მოვუწოდებ შეეწინააღმდეგონ რუსეთის ნებისმიერ მცდელობას ბოროტად ისარგებლოს საკუთარი თავმჯდომარეობით. ასევე შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკანონოდ არის გაეროს უშიშროების საბჭოში”, - წერს კულება.