კანადის პოლიციამ და სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა აკვესანის ტერიტორიაზე, აშშ-ის საზღვართან ახლოს 8 ცხედარი აღმოაჩინეს. კანადის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილები არიან ადამიანები, რომლებიც კანადიდან აშშ-ის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლას ცდილობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ორი ბავშვია. პოლიციის ცნობით, დაღუპულები, სავარაუდოდ, რუმინული და ინდური ოჯახების წევრები იყვნენ. პოლიცია და კანადის საიმიგრაციო სამსახური დაღუპულების ახლო ნათესავებთან დასაკავშირებლად მუშაობენ.