კახეთის რეგიონში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამით, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო ახორცილებს, ფინანსდება ენერგო ეფექტური ღუმელების ღირებულების 30% , მაგრამ არაუმეტეს 300 ლარი. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო პროგრამაში ჩართული 5 მწარმოებლის 11 ენერგოეფექტური ღუმელი. ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა ხორცილდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ერთობლივი პროექტის ფარგლებში.