"ჩემი დედა მ***, თუ არ დავაინვალიდო! როგორ ბედავს ეგ ნა***, ბიჭო, ეგეთ რამეს, "ვაბშე"?" - შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, ერთ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა - Palitra News

"ჩემი დედა მ***, თუ არ დავაინვალიდო! როგორ ბედავს ეგ ნა***, ბიჭო, ეგეთ რამეს, "ვაბშე"?" - შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, ერთ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა

2023-04-01 12:23:09+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი - „ხავთასა“, „ლეკვი“, „ხონსკი“ და „მოლა“ დააკავა, ერთ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

მათივე ცნობით, დაკავებულები წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის არიან ნასამართლევი.