შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი - „ხავთასა“, „ლეკვი“, „ხონსკი“ და „მოლა“ დააკავა, ერთ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
მათივე ცნობით, დაკავებულები წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის არიან ნასამართლევი.