უცნაური “მშვიდობისმყოფელები” ძალიან კომიკურად ჩანან, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს მოწოდებას, რომ მხარეებმა ცეცხლი შეწყვიტონ.
მისი თქმით, ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს, რუსეთის უფლებას, დარჩეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც დაუშვებელია.
“კიდევ ერთხელ პუნქტების მიხედვით. ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს რუსეთის ფედერაციის უფლებას, დარჩეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს სრულიად დაუშვებელია. უკრაინას აქვს უფლება საკუთარ ტერიტორიაზე ჯარები და აღჭურვილობა ისე გადააადგილოს, როგორც საჭიროდ ჩათვლის. უცნაური “მშვიდობისმყოფელები” ძალიან კომიკურად ჩანან”, - წერს პოდოლიაკი.