ანტიკორუფციული ბიურო მუშაობას ოფიციალურად შეუდგა. ბიუროს პრეზენტაციას სასამართლო სისტემისა და პარლამენტის წარმომადგენლობასთან ერთად, პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო. მთავრობის მეთაურმა ყურადღება ქვეყნის ბოლო ათწლეულში გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა და ბიუროს შექმნის მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.