საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით, სასტუმრო „ამბასადორში“
გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დაშავებულების შესახებ უწყებაში ინფორმაცია არ შესულა.
მღებრიშვილის განცხადებით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
„ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყო 16 სახანძრო ეკიპაჟი. მეხანძრე-მაშველების სწრაფმა და ოპერატიულმა მოქმედებამ საშუალება მოგვცა, რომ დროულად მომხდარიყო პირველ რიგში, ხანძრის ლოკალიზება და შემდგომ უკვე ლიკვიდაცია. იყო გვერდზე მდგომ შენობებზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე, რაც აღკვეთილი იყო მეხანძრე-მაშველების მიერ.
დაშავებულთა შესახებ უწყებაში ინფორმაცია არ შემოსულა. მესამე სართულზე არაა ხანძარი გავრცელებული, თუმცა დაზიანებული იქნება გარკვეულწილად ალბათ“, - განაცხადა მღებრიშვილმა.