საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკულ ანგარიშს დეპუტატების მხრიდან პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. პრეზიდენტმა მმართველ პარტიას პოლიტიკური სილა გააწნა - ასე აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს. ქართული ოცნების წევრები კი პირიქით, პრეზიდენტის დღევანდელ ანგარიშს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილისგან ბევრი გაუგებარი განცხადება მოისმინეს.