ბრიტანელმა მეცნიერებმა დარემის უნივერსიტეტიდან ზემასიური შავი ხვრელი აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სტატია აღმოჩენის შესახებ ჟურნალში Monthly Notices გამოქვეყნდა. მასში აღნიშნულია, რომ ხვრელი გალაქტიკაში Abell 1201 მდებარეობს, რომელიც ჩვენგან 2,7 მილიარდი სინათლის წლის მანძილზეა განლაგებული. ობიექტი მზეზე თითქმის 33-მილიარდჯერ დიდია და ის სამყაროს ერთ-ერთი უმსხვილესი შავი ხვრელია.
„ეს შავი ხვრელი სამყაროში არსებული გალაქტიკების უმეტესობაზე დიდია“, - ამბობს დარემის უნივერსიტეტი ფიზიკოსი ჯეიმს ნაითენგელი, რომელიც ამ თემაზე მომუშავე ასტრონომების ჯგუფს ხელმძღვანელობდა.