ჯენიფერ ენისტონის მრავალწლიანი კარიერა მდიდარია კომედიური ჟანრის ფილმებით, თუმცა ყველაფერი მაინც სერიალ Friends-ით დაიწყო. სწორედ ამ სერიალმა აქცია მსახიობი ყველასათვის ცნობილ და საყვარელ ვარსკვლავად ჰოლივუდსა თუ მის ფარგლებს გარეთ. ჯენიფერმა ბოლოდროინდელ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საზოგადოების დამოკიდებულება კომედიის მიმართ შეიცვალა და ახლა გაცილებით მეტი სიფრთხილეა საჭირო.
"ახლა ცოტა რთულია, რადგან ძალიან ფრთხილად უნდა იყო, რაც რთულია კომედიანტებისთვის. კომედიის მშვენიერება იმაშია, რომ ჩვენ საკუთარ თავებს დავცინით, ჩვენ ცხოვრებასაც დავცინით," — განაცხადა მსახიობმა. — "წარსულში შეგეძლო, ფანატიკოსზე გეხუმრა და გეცინა. კომედია გულისხმობდა ხალხის განათლებას იმაზე, თუ რა სასაცილო იყო ხალხი. ახლა ამის გაკეთება არ შეგვიძლია."
"ახალი თაობა, ბავშვები, რომლებიც ახლა უყურებენ Friends-ს, ზოგიერთ სცენას შეურაცხმყოფლად იღებენ. იყო რაღაცები, რაც განზრახ არ მომხდარა და იყო რაღაცები, რაზეც მეტი უნდა გვეფიქრა, მაგრამ იმ დროს ასეთი მგრძნობიარე დამოკიდებულება არ ჰქონია ხალხს, როგორიც ახლა აქვს."
"ყველას სჭირდება იუმორი! სამყაროს სჭირდება იუმორი! საკუთარ თავებს ასე სერიოზულად არ უნდა აღვიქვამდეთ. განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში. ძალიან დაყოფილები ვართ.