დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე და კონსორტი კამილა გერმანიაში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავენ.
ქუჩაში გასულ მეფე ჩარლზს მოქალაქეები ემოციებით შეხვდნენ. ერთ-ერთმა მოქალაქემ მისთვის სპეციალურად შექმნილი ქაღალდისგან გაკეთებული „BURGER KING-ის“ გვირგვინის ჩუქება გადაწყვიტა. თუმცა ჩარლს მესამემ საჩუქარზე უარი თქვა.