უცნაური ამბების“ ვარსკვლავი მილი ბობი ბრაუნი წიგნს გამოუშვებს. ამის შესახებ Deadline-ი გამომცემლობა HarperCollins-ზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ნაწარმოები სახელწოდებით „19 ნაბიჯი“ „სიყვარულის, დანაკარგებისა და საიდუმლოების ეპიკურ ისტორიას“ წარმოადგენს. წიგნის მთავარი გმირი 18 წლის ნელი მორისია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ოჯახთან ლონდონში, ბეტნალ-გრინში ცხოვრობს. სიუჟეტის მიხედვით, მას ამერიკელი პილოტი შეუყვარდება.
„ამ ისტორიის შთაგონების წყარო ჩემი ბებია რუთია, ეს წიგნი ძალიან პირადულია ჩემთვის. ბებოს მიერ ომის შესახებ მოყოლილ ამბებზე გავიზარდე. ჩემთვის დიდი პატივია შემოვინახო მისი ისტორია“, - აღნიშნა ბობი ბრაუნმა.
„19 ნაბიჯი“ 2023 წლის 12 სექტემბერს გამოვა.