პუტინმა 2022 წლის საშემოსავლო დეკლარაცია წარადგინა. ამის შესახებ მისი პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განაცხადებაში არის ნათქვამი, რასაც „ტასი“ ავრცელებს.
კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ 2022 წელს პუტინმა წელიწადში 10,2 მლნ რუბლი (132 279 დოლარი) გამოიმუშავა. ის 77 კვ.მ ფართობის ბინასა და 18 კვ.მ ავტოფარეხს ფლობს. ამასთან, პუტინი კიდევ ერთი, 153,7 კვ.მ ბინისა და 18 კვ. მ. საავტოფარეხო ფართის მფლოებელია. მისი მთელი უძრავი ქონება რუსეთში მდებარეობს.
პუტინზე გაფორმებულია ორი იშვიათი ავტომობილი GAZ M21, ასევე, ავტომანქანა „ნივა“და „სკიფის“ მარკის მისაბმელი.
პესკოვის თქმით, 31 მარტი დეკლარაციის შეტანის ბოლო დღეა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა უმრავლესობამ თავისი შემოსავალი უკვე აჩვენა... განაგრძე კითხვა