სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ქალთა უფლებადამცველის თათია სამხარაძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება შეიტანა, POSTV-ის ერთ-ერთი მფლობელის შალვა რამიშვილისა და ამავე არხის ჟურნალისტის ნათია ბერიძის წინააღმდეგ. თათია სამხარაძე იურისტებთან ერთად მოითხოვს გამოძიების დაწყებას შალვა რამიშვილისა და ნათია ბერიძის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით, რაც ადევნებას გულისხმობს.