7-9 მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი მისი შვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება და ამბობს, რომ მისი შვილის პოლიტპატიმრის სტატუსს ვერ წარმოიდგენდა.
"ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ჩემი შვილის პოლიტპატიმრის სტატუსს, არადა არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ არის და არც ყოფილა, ყოველთვის გადიოდა აქციაზე იმის მერე როცა დაინახავდა რობოკოპების ძალის გადამეტებას, უბრალოდ ვერ იტანს უსამართლობას, ამის გამო ბავშვს უმწარებთ ცხოვრებას? მე ვარ ძალიან ცუდად ამ ყველაფერმა ჩემს ჯანმრთელობაზე ძალიან იმოქმედა, არა უშავს ავიყვან თავს ხელში და ბოლომდე ვიბრძოლებ ხალხთან ერთად, სანამ ჩემი ლაზარე იქნება თავისუფალი... იმედს ვიტოვებ მთავრობა არ გასწირავს ჩემს შვილს"- წერს ბექა გრიგორიადისი.
ცნობისთვის, დღეს საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღინისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.