თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მარტის აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადის პატიმრობა შეეფარდა, ხმაური იყო. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას დარბაზში დამსწრეების უკმაყოფილება მოჰყვა.