საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით 18 აპრილს მიმართავს. ამის შესახებ მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ყოველწლიური მოხსენების დასასრულს აღნიშნა.
„ახლახან მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. 18 აპრილს, ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით, ვიცი ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ" - განაცხადა პრეზიდენტმა.