სასამართლოში მოლოტოვის კოქტეილის სროლის საქმეზე დაკავებული 21 წლის ბიჭის პროცესი იმართება. პროკურატურა აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავს. ლაზარე გრიგორიადისი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. მან გამომძიებლებს პირველი ჩვენება მისცა, სადაც თქვა, რომ შსს-ს პოლიციის ავტომობილი დაწვა. ასევე თქვა, რომ მოლოტოვის კოქტეილი ნამდვილად ისროლა, თუმცა არა სამართალდამცავების მიმართულებით.