პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს გახსნას დაესწრო. მთავრობის მეთაურმა ყურადღება ქვეყნის ბოლო ათწლეულში გადადგმულ ნაბიჯებზე გაამხვილა და ბიუროს საქმიანობის მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა. ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმაც.