ფერების ფსიქოლოგიასა და მის უდიდეს ძალაზე ყველამ კარგად ვიცით, როგორც ემოციების თუ გრძნობების ძლიერ ინდიკატორზე. სწორედ ამას ეძღვნება ვიდეორგოლიც, სახელწოდებით Every color has a story.
მართალია, ეს უკანასკნელი პერუში დაფუძნებული საღებავების კომპანიის რეკლამას წარმოადგენს, მაგრამ ჩვენი მთავარი აქცენტი მის სიუჟეტს მიემართება… თავისი სცენარით ემოციურ, მოკლემეტრაჟიან დრამას მოგვაგონებს, რომელიც სიყვარულისა და მონატრების ტკივილზე გვიამბობს — ლურჯი ფერი კი მთელი ამ განცდების მატარებელია.
„ამბების ძალის გამოყენება ყოველთვის იდეალური საშუალებაა ხალხთან დასაკავშირებლად — განსაკუთრებით მაშინ, როცა ბევრმა ბრენდმა შეწყვიტა ლამაზი და ემოციური ნარატივების თხრობა. არ გვსურს, ანალიტიკურ მონაცემებსა და გაზომვებში ჩავიკარგოთ, რადგან ეს ხელს შეგვიშლის რეალური კავშირების დამყარებაში“, — ამბობს ჩარლი ტომოსი, კრეატიული სააგენტო Circus Grey Peru-ს ხელმძღვანელი.