ქართველი მებრძოლი ილია თოფურია კარიერაში პირველან MAIN EVENT-ზე იბრძოლებს. ამის შესახებ ესპანური ევროსპორტი წერს და ამბობს, რომ ილიას მეტოქე ვეტერანი ამერიკელი მებრძოლი ჯოშ ემეტი იქნება. ღონისძიება 19 ივნისს ლას ვეგასში გაიმართება.
ილია ამჟამად ქვემსუბუქი წონის რეიტინგშ მე-9 ადგილზეა და ის ყოველი ბრძოლის შემდეგ პროგრესირებს. მან ბოლო დაპირისპირებაში ბრაის მიტჩელი დაამარცხა. რაც შეეხება მის მომავალ მოწინააღმდეგეს 38 წლის ჯოშ ემეტმა 12 თებერვალს დივიზიონის დროებით ქამარზე იაირ როდრიგესთან იჩხუბა და დანებებით წააგო, ის ამჟამად რეიტინგში მე-5 პოზიციაზეა.
26 წლის ქართველ მებრძოლს UFC- ში მარცხი არ აქვს, მისი ბალანსი 13-0-ზეა და თითქმის ყველა ბრძოლას ვადაზე ადრე ასრულებს. რაც შეეხება ჯოშ ემეტს მისი ძლიერი მხარე ახლო გაცვლებია, მას უძლერესი მარცხენა ჰუკი აქვს და ასევე არ უჭირს ჭიდაობა და ის კარგად იცავს თავს თეიქდაუნში. თუ ქართველი მებრძოლი შეძლებს და დაამარცხებს ვეტერან ამერიკელს ის რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდება და მიუახლოვდება ქამარზე ბრძოლის შანსს.