რუსებმა უკრაინაზე წუხელ იერიში „შაჰედის“ ტიპის 10 დრონით მიიტანეს, აქედან 9 - უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
„საჰაერო დარტყმისთვის მტერმა „შაჰედ-136“ ტიპის 10 დრონი გამოიყენა. მათგან 9 ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს“, - აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა ხარკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა S-300 ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის გამოყენებით დაბომბეს.