აშშ-ში კენტუკის შტატში საჰაერო სადესანტო დივიზიის ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად 9 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, კატასტროფის შედეგად ვერტმფრენებში არავინ გადარჩენილა.
„თანაგრძნობას გამოვხატავ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისა და 101-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის წევრების მიმართ რომლებიც გაბედულად და ამაყად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას ყოველდღე“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა.
მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის არმიის მდივანი, ქრისტინ უორმუთი. მისი თქმით, ეს იყო "მძიმე დღე არმიისთვის".
შეგახსენებთ, აშშ-ში კენტუკის შტატში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს სამხედრო წვრთნების დროს შეეჯახა.