საყოველთაო გაფიცვებისა და მრავალკვირიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით დიალოგი მიმდინარეობს. როგორც ემანუელ მაკრონმა განმარტა, მომავალ კვირას, პრემიერ მინისტრი ელიზაბეთ ბორნი პროფესულ კავშირებთან ამ საკითხზე შეხვედრას გამართავს. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, საპენსიო რეფორმის მიმართ არსებობს სოციალური უთანხმოება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კანონის ამოქმედების პროცესი უნდა გაჩერდეს.