30 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თანამშრომელთა პროფესიულ დღეს აღნიშნავს. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფინანსთა მინისტრმა - ლაშა ხუციშვილმა გახსნა. მან უწყების განვლილი წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა და სამსახურის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. საზეიმო ღონისძიებაზე საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ყურადღება გაამახვილა თანამშრომელთა პროფესიონალიზმსა და კვალიფიციურობაზე. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ვადამდელი წოდებებითა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს.