რუსთაველის გამზირზე, მარტში მიმდინარე აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს ბრალი წარუდგინეს. თუ რა პოზიცია აქვს დაკავებულს მის ბრალდებასთან დაკავშირებით, ამ საკითხზე მისი ადვოკატი, დიმიტრი ნოზაძე არ საუბრობს.