ბუნებრივ აირზე და ელექტროენერგიის ტარიფებზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის,- ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე აცხადებს. დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელი გასახსნელად მზად ზაფხულისთვის იქნება, ტარიფის ზრდის საფრთხე კი ბაზრის გახსნის პირობებში არ იარსებებს.