ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე გადაწყდა, რომ აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლზე მუშაობა დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას ექიმები, ექსპერტები და პაციენტის მშობელი მიიღებს. სამუშაო ჯგუფში მშობლების ჩართვის შუამდგომლობით სამინისტროს სახალხო დამცველმა მიმართა.