აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა სომხეთთან საზღვარზე გარკვეული სიმაღლეები და ტერიტორიები დაიკავა.
უწყების ცნობით, ლაჩინის ახალი გზის ამოქმედებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანმა კონტროლის ქვეშ აიღო რამდენიმე სიმაღლე და ფართო საზღვრისპირა ტერიტორია, რათა ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყოს. ოფიციალური ერევანი ბაქოს სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი გზის – ლაჩინის დერეფნის ბლოკირებაში სდებს ბრალს.
ლაჩინის გზა დეკემბრიდან ეკოაქტივისტების მიერ არის ბლოკირებული. აზერბაიჯანის ხელისუფლება ლაჩინის დერეფნის ბლოკადასთან ყველა სახის კავშირს უარყოფს.