დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით, თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, რომელიც თავს პროკურატურის თანამშრომლად და საქართველოს გენერალურ პროკურორთან დაახლოებულ პირად აცხადებდა. ბრალდებული დაზარალებულებს ყალბ ინფორმაციას აწვდიდა,თითქოს, მისი ოჯახის წევრები სამშენებლო კომპანიის მფლობელები იყვნენ და დაბალ ფასად პირდებოდა მშენებარე საცხოვრებელ ბინებსა და კომერციულ ფართებს თბილისსა და ბათუმში. დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.