ცესკოს პრეს-სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებამდე ზუსტად 1 თვე დარჩა და კანონის შესაბამისად, დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიებმა მუშაობა დაიწყეს.
მისივე თქმით, არჩევნებისთვის შექმნილია 164 საუბნო საარჩევნო კომისია, რომლებიც დღეიდან მათთვის კანონით მინიჭებული ფუნქციების შესრულებას დაიწყებენ.