რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ, რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში, ქალბატონი სალომე, - ამის შესახებ განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
კითხვაზე რა მოლოდინი აქვთ პრეზიდენტის პარლამენტში ვიზიტისგან და ელიან თუ არა, რომ ის კვლავ გააკეთებს განცხადებას ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობასთან დაკავშირებით, მდინარაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ნაცვლად წინასწარ ვერ ისაუბრებს.
ამასთან მდინარაძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი ხშირად არაობიექტურია.