საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინდექსის კვლევის თანახმად, ბიზნესი მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად კვლავ სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს ასახელებს. ჩამოთვლილ ფაქტორებს შორის გამწვავდა შეზღუდული ფინანსური რესურსების პრობლემაც, რომელიც წინა კვარტალთან შედარებით 8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა მკვეთრად იგრძნობა მრეწველობის სექტორში. მოკლედ, ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობაზე 2023 წლის პირველ კვარტალში გამოკითხული ბიზნესის 61% საუბრობს, რაც გაზრდილი მაჩვენებელია წინა კვარტალთან შედარებით.
თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე