დაპირისპირება ხელისუფლებასა და ფარმაცევტულ სექტორს შორის სულ უფრო მწვავდება. ჯანდაცვის სამინისტრო კომპანიების ნაწილს ადანაშაულებს იმაში, რომ ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებული მედიკამენტების ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდეს. თავის მხრივ, ფარმაცევტულ ბიზნესს მიაჩნია, რომ მთავრობის მიერ წამოწყებული კამპანია მიზანმიმართულად სექტორის რეპუტაციის დაზიანებას ემსახურება და მიზნად ისახავს კონკურენციის შემზღუდველი პირობების შექმნას, რაც შესაძლოა კომპანიებისთვის ბაზრის იძულებით დატოვების მიზეზიც გახდეს. ამასობაში კი ზარალდებიან პაციენტები, რადგან გაძვირებული მედიკემენტების შესაძენად სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი წლიური ლიმიტი, 25 000 ლარი არ ჰყოფნით. ხოლო ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიურ მედიკამენტებზე წლიურ ლიმიტს მხოლოდ ერთი მიზეზით არ ხსნის, სურს დარწმუნდეს ფარმაცევტული კომპანიების კეთილსინდისიერაბაში.
თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი