ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. გროსიმ აღნიშნა, რომ რაიონში სამხედრო აქტივობა იზრდება, რაც ატომურ სადგურთან არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს. მისი განცხადებით, საფრთხიდან გამომდინარე სადგურზე არ უნდა იყოს მძიმე სამხედრო ტექნიკა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ცდილობს მხარეებთან უსაფრთხოების ზომები შეათანხმოს.
ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ტერიტორია გასული წლის მარტიდან რუსების მიერაა ოკუპირებული და სადგურს რუსული ატომური ენერგიების სააგენტო მართავს.