თბილისსა და კახეთში სპეცოპერაციები ჩატარდა. საქმე, სავარაუდოდ, ნარკორეალიზატორების დაკავებას ეხება. სამართალდამცველებმა ფონიჭალასა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 10-ზე მეტი პირი დააკავეს. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კალანდაძის განცხადებით, სპეცოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.